საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ბერაია გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 30 სექტემბერი 2022
ირაკლი ბერაია გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარკ კლეიტონს შორის გამართულ შეხვედრაზე.


 „ძალიან საინტერესო საუბარი შედგა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, იმ ნაბიჯებზე რასაც ქვეყანა აქტიურად დგამს ამ მიმართულებით. განვიხილეთ ისეთი საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ამ თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებასა და გაძლიერებაზე, განსაკუთრებით, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში შეეხება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


​გაერთიანებული სამეფოს ელჩთან გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.