საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ბერაია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მსმენელებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 13 დეკემბერი 2023
ირაკლი ბერაია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მსმენელებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მსმენელებს შეხვდა.


კომიტეტის თავმჯდომარე სტუმრებს ეროვნულ უსაფრთხოებაში პარლამენტის როლზე ესაუბრა. ირაკლი ბერაიამ მსმენელებს პარლამენტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


შეხვედრაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და საპარლამენტო დიპლომატიის საკითხები განიხილეს და რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.


​შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.