საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 02 ნოემბერი 2023
ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შეხვდა.


შეხვედრაზე ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.


მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს, რომლის მიმართ ელჩმა, საკუთარი ქვეყნის სახელით, მხარდაჭერა გამოხატა.


​„ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, საუბარი გვქონდა დღის წესრიგზე, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით აქვს. ჩეხეთი ამ პროცესის მხარდამჭერია. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოში ახორციელებს. საუბარია განვითარების პროექტებზე, მათ შორის ისეთ პროექტებზე, რომელსაც ისინი ზუგდიდში, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში და საქართველოს სხვა რეგიონებში ახორციელებენ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.