
არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩთან, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარი თემა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები იყო.
„ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძალიან მაღალი დინამიკაა, რაც გამოიხატება როგორც მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაში, ასევე, ინტენსიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაში.
ელჩთან შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობის და მეგობრობის გაძლიერება არაბთა გაერთიანებული საამიროებთან. შევთანხმდით, რომ გვექნება ძალიან ინტენსიური კავშირი. გასულ წელს გვქონდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ შეხვედრა და წელსაც დაგეგმილია მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე არაბთა გაერთიანებული საამიროებში,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.