საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 22 იანვარი 2026
ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში ბელარუსის ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე ისაუბრეს და მეგობრობის ჯგუფების ფორმატში, ქართველი და ბელარუსი კანონმდებლების შეხვედრების გამართვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს.