საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ქადაგიშვილი თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 02 ივნისი 2026
ირაკლი ქადაგიშვილი თბილისის 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისის 61-ე სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებს შეხვდა.

ახალგაზრდები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით, ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხებით და საკანონმდებლო პროცესებით დაინტერესდნენ.


შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

„სკოლის მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე საინტერესო საკითხებზე - ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, საგანმანათლებლო რეფორმასა და ახალგაზრდების სამომავლო პროფესიების არჩევის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. მიმოვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც დღეისათვის მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.