საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი კოვზანაძე საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 26 სექტემბერი 2022
ირაკლი კოვზანაძე საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.


მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებმა კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარეს საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები გაუზიარეს. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მიკროსაფინანსო სექტორის სწორი და ჯანსაღი განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. „მზად ვართ სამუშაო ფორმატში განვიხილოთ მოსაზრებები და ვიმსჯელოთ“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.


„მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტით იქმნება ახალი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე. მიკრო ბანკები საფინანსო სფეროს შემადგენელი ნაწილი იქნება, რომელსაც ზედამხედველობას ეროვნული ბანკი გაუწევს.