საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი კოვზანაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 თებერვალი 2023
ირაკლი კოვზანაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და USAID-ის პროექტის - „საჯარო მმართველობის პროგრამის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

 

სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მოხარულია, რომ USAID-თან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.

 

„წლების განმავლობაში, ამერიკულ პროექტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

USAID-ის პროექტთან „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) თანამშრომლობით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი, კომიტეტის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა პრუდენციული დოკუმენტები მოამზადა.