საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი მეძმარიაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 16 May 2023
ირაკლი მეძმარიაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში გასამართ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი განიხილეს და ამ კუთხით სუმოს და კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატებზე გაამახვილეს ყურადღება.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სპორტული გაცვლითი ერთობლივი პროგრამების ორგანიზების საკითხებს. იაპონელი დიპლომატის მხრიდან აღინიშნა, რომ სექტემბერში იაპონელი მორაგბე ქალები საქართველოს ეწვევიან და ერთობლივ სწავლებას ჩაატარებენ.


კომიტეტის თავმჯდომარის და ელჩის შეხვედრისას მხარეები საქართველოში სუმოს განვითარების საკითხსაც შეეხნენ. აღინიშნა, რომ იაპონიის მხარე მზადაა ხელი შეუწყოს ქართველ მოზარდებს სუმოს შესწავლაში და იაპონიაში, სუმოს სპეციალიზებულ სკოლებში, მოსამზადებელი კურსი გაატარონ.

 

ირაკლი მეძმარიაშვილი ქართველი სპორტსმენებისთვის სუმოს შესწავლის ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს საქართველოში სუმოს ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად განიხილავს.