საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 15 ივნისი 2026
ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა

რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტის, ,,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ მონაწილეებს შეხვდა.


ირაკლი შატაკიშვილი ახალგაზრდებს პარლამენტის როლზე, კანონშემოქმედებით პროცესსა და თვითმმართველობის პრინციპებზე ესაუბრა.


შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ როგორც განათლების საკითხებით, ასევე თვითმმართველობის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.


ირაკლი შატაკიშვილთან შეხვედრამდე, პროექტის მონაწილეები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას დაესწრნენ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ, რეალურად გაცნობოდნენ საკომიტეტო მუშაობის მიმდინარეობას.


„პროექტის ფარგლებში - „,მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ როგორც მუნიციპალურ, ასევე საკრებულოს დონეზე გაეცნონ მერიის სხვადასხვა სამსახურის მუშაობის პრინციპებს. საჯარო მმართველობის პროცესში პარლამენტს თავისი როლი აქვს. დღეს პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას დასწრებოდნენ და რეალურად ენახათ, როგორ წარიმართება საკომიტეტო მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ეს ის მომავალი თაობაა, რომელიც გააგრძელებს ჩვენი ქალაქების მართვას, ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებას“, - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.