საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კახა კახიშვილმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 16 Dec 2022
კახა კახიშვილმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელების წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ევროსაბჭოს პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურ კონკურსს ატარებს.


საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა სხვა გამომსვლელებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დღეს გაიმართა.


საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, ათეას ვიცე პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

 

კონფერენციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის როლის და საქალაქო ცხოვრების ახლებურად გააზრების საკითხებზე იმსჯელეს. გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული ადგილობრივი ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.


კონფერენციის ფარგლებში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიაზე 2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოეს.