საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

თავმჯდომარე 05 ოქტომბერი 2021
კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.


ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავა, კიევში, ბაბი იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.


ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ისრაელის და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები.


2021 წელს ამ ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება.