საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კახა კუჭავა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ წინადადებით მიმართავს

მედია და საზოგადოება 20 დეკემბერი 2021
კახა კუჭავა  პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ წინადადებით მიმართავს

პარლამენტი რიგგარეშე სესიას 22 დეკემბრიდან მოიწვევს.

 

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

„დაგვჭირდება რიგგარეშე სესიის მოწვევა, რაც ტრადიციულად არის ხოლმე ყოველი წლის ბოლოს. ამიტომ პრეზიდენტს მივმართავთ 22 დეკემბრიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის წინადადებით“, - აღნიშნა პრლამენტის თავმჯდომარემ.