
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან დუმბაძემ კულტურის სფეროში მომუშავე ქალთა ჯგუფის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რომლებიც დღეს კულტურის სფეროში, ცალკეული მიმართულებების მიხედვით არსებობს. შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში იმუშავებენ იმ საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და შექმნაზე, რომელიც აღნიშნულ სფეროებს არეგულირებს.
„ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათი სფეროს წინაშე დგას და ასევე წინადადებებსა და იდეებზე, რომლებიც კულტურის სფეროში წლობით დაგროვილი პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება. მოვილაპარაკეთ, რომ ჯგუფის წევრები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კულტურის კომიტეტს თავიანთ ხედვებს წარუდგენენ და შემდეგ უკვე კომიტეტთან და პარლამენტთან ერთად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.