
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე ლიტერატურის მოღვაწეთა, მუზეუმებისა და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს იმ საკანონდებლო ბაზის შექმნასა და დახვეწაზე, რომელიც აღნიშნულ სფეროებს არეგულირებს.
„შეხვედრას ესწრებოდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება პარლამენტში და განიხილავს საკითხებს, რომელიც წლების მანძილზე დაგროვდა. გამომსვლელებმა ისაუბრეს აღნიშნულ დარგებში შექმნილ ვითარებაზე, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები კანონებში: მუზეუმების შესახებ, კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, - განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.