საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ქეთევან დუმბაძე რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 27 სექტემბერი 2022
ქეთევან დუმბაძე რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე იტალიაში, რომში არსებულ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრა დასავლეთ ევროპის ეპარქიის კუთვნილ რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ ტაძარში გაიმართა, რომელიც ქართული დიასპორის შეკრების ადგილია იტალიის დედაქალაქში.


არქიმანდრიტმა იოანე ხელაიამ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქეთევან ბაგრატიონს ხატი გადასცეს.


რომში, ასევე შეხვედრა გაიმართა ქართულ საკვირაო სკოლაში - „ფესვები”, სადაც 30 ქართველი მოსწავლე ეუფლება ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, ქართულ ეროვნულ ფოლკლორულ საკრავებს და ცეკვას, ასევე ზოგად ცოდნას ქართული კულტურისა და საქართველოს შესახებ.


ქეთევან დუმბაძემ სიტყვით მიმართა ქართული დიასპორის წევრებს იტალიაში.


დეპუტატმა საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გადასცა საქართველოდან ჩატანილი წიგნები.


ქართველ კლასიკოსთა და თანამედროვე ლიტერატურის წარმომადგენელთა ნაწარმოებები. აგრეთვე საბავშვო ლიტერატურა.


დეპუტატმა, დიასპორის წარმომადგენლებს დახმარება აღუთქვა ქართული ბიბლიოთეკის შექმნაში.


შეხვედრებზე დისკუსია გაიმართა ქართულ-იტალიურ კულტურულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და დიასპორისათვის აქტუალური საკითხებზე.


შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი წმინდა საყდარში, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი.