
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე პარლამენტის წევრი ბავშვებს მსოფლიო და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაზე და პარლამენტის როლზე ესაუბრა. საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა და ფუნქცია გააცნო. ქეთევან დუმბაძემ სკოლის მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ნახონ და გაეცნონ პარლამენტის საქმიანობა. ვისაუბრეთ პარლამენტის მნიშვნელობაზე და მის დანიშნულებაზე. ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სკოლის მოსწავლეები მოდიან საკანონმდებლო ორგანოში, უშუალოდ ხვდებიან დეპუტატებს და ნახულობენ საკანონმდებლო პროცესს“, - განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.