საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ქეთევან თურაზაშვილი მარტოხელა მშობლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 მარტი 2024
ქეთევან თურაზაშვილი მარტოხელა მშობლებს შეხვდა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი მარტოხელა მშობლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საქართველოში მარტოხელა მშობლების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს მარტოხელა მშობლის სტატუსზე და სახელმწიფოს მხრიდან მათთვის შეთავაზებულ შეღავათებზე.
 
„სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი მიდგომა მარტოხელა მშობლების მიმართ. კანონის მიღმა ძალიან ბევრი ადამიანია დარჩენილი. მათ უამრავი პრობლემა აწუხებთ, რომელსაც კანონი არ ცნობს. ეს ადამიანები სახელმწიფოსგან დახმარებას საჭიროებენ. მარტოხელა მშობლის უკან მინიმუმ ერთი ბავშვი დგას, რომელიც საჭიროებს სრულფასოვან კვებას, წიგნებს, თბილ და მოსიყვარულე გარემოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ინიციატივებს შევთავაზებ“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.