საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ხატია დეკანოიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 20 მაისი 2024
ხატია დეკანოიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და მასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს.


​ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ძალიან დამძიმებულია, რადგან სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა „ქართული ოცნების“ მიერ არის მიტაცებული.