საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ხატია დეკანოიძე ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა

მედია და საზოგადოება 29 ნოემბერი 2022
ხატია დეკანოიძე ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰადას მეიცადთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხები განიხილეს.


იმსჯელეს საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე.


საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.


„ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ელჩს პარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესი გავაცანი. ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და რეგიონის უსაფრთხოებაზე “, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.