
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.
როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
„ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვისაუბრეთ რეგიონზე და იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე რომელიც არსებობს. იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ რეგიონში მშვიდობისთვის. ასევე, განვიხილეთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები. ელჩს ჩემი პარტიის, ფრაქციის და ჩვენი მოქალაქეების სახელით დავუდასტურე კეთილმეზობლური ურთიერთობის სულისკვეთება და ვუსურვე წარმატებები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.