საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კობა დავითაშვილის პრესკონფერენცია

მედია და საზოგადოება 10 აგვისტო 2005

პარტია «კონსერვატორების» ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 9 აგვისტოს დაპატიმრებული პირების მიხეილ ჯანიკაშვილისა და შოთა კოხრეიძის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. აღნიშნულ ფაქტს მან პოლიტიკური დევნის შეფასება მისცა. მისი თქმით, საქართველოში «გირაოს გადახდით თავისუფლების ყიდვის» ტრადიცია დამკვიდრდა. კობა დავითაშვილმა მიხეილ ჯანიკაშვილის დაპატიმრება მის შვილზე ბასა ჯანიკაშვილზე პოლიტიკური ზეწოლით ახსნა, რომელიც რევოლუციის დროს დღევანდელ ხელისუფალთა გვერდით აქტიურად იდგა. რაც შეეხება შოთა კოხრეიძეს, კობა დავითაშვილმა მისი დაპატიმრება ლეიბორისტულ პარტიასთან თანამშრომლობის ფაქტით ახსნა.