საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კობა კობალაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

მაჟორიტარი დეპუტატები 30 დეკემბერი 2019
კობა კობალაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ ავჭალა-გლდანის ხევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა, მათ ტკბილეული, საახალწლო საჩუქრები, სურსათი გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

"მოვინახულე ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მივულოცე მათ დამდეგი ახალი წელი და ადგილზე გავეცანი მათ პრობლემებსა და საჭიროებებს. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ასეთი ოჯახების გვერდით დგომა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ მათი პრობლემების მოგვარება შევძლოთ", - განაცხადა კობა კობალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული სოციალური აქტივობა შპს „დიდგორის,“ „ზედაზენის“, „სანდორას“, "დიპლომატ-ჰოლდინგის“, ფონდ “ავჭალის ქომაგებისა“ და რიგი სხვა საწარმოების თანადგომით განხორციელდა.