
დღეს უხვი ნალექის მოსვლამ გამოიწვია მდინარე აჭყვას კალაპოტიდან გადმოსვლა, რის შედეგადაც დაიტბორა მოსახლეობა. არსებული ვითარების გასარკვევად ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.