
ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი რომანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს 10 ქობულეთელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.
ქობულეთის მერის ინიციატივით დაღუპული გმირების სახლებზე მემორიალური დაფები განთავსდა.
გმირები არ კვდებიან ! დიდება გმირებს!