
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 23 სექტემბერს ღამით განვითარებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
დღეს ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნაკაიძემ გეოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და ქობულეთის მერობის კანდიდატ მირიან ქათამაძესთან ერთად სოფელ ქობულეთში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების სიახლოვეს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგები დაათვალიერა, აგრეთვე საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა შიდა სასოფლო გზების ის მონაკვეთები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა სადაც ამ დრომდე მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.