
დღეს ქობულეთის მუზეუმის სააქტო დარბაზში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძემ წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა ქობულეთის საზოგადოებას.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება გაგრძელდება და ის ყველა სასოფლო თემის მოსახლეობას შეხვდება მომდევნო თვის განმავლობაში. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ფატი ხალვაში, ილია ნაკაშიძე და ლევან ბეჟანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.