საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

მაჟორიტარი დეპუტატები 19 ივლისი 2018
ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“, პროექტის პრეზენტაცია მოეწყო თემაზე: „დისტანციური სწავლების მოდელის დანერგვა“, ღონისძიების ფარგლებში (ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის,  სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" და დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიას შორის გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი, რომლის საგანს წარმოადგენს, დისტანციური სწავლების მოდელის დანერგვა და შესაბამისი მიმართულებით თანამშრომლობა. მხარეები შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ინდივიდუალურ განვითარებას, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებობების რეალიზაციას.

კონფერენციაზე მოწვეული იყო ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის რექტორი სრული პროფესორი ნანა ჯიქია. შეხვედრის დასასრულს დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის რექტორმა ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს, კობა ნაკაიძეს, ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მერს, მირიან  ქათამაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით  მჭედლიშვილსა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯის „ახალი ტალღა“ დირექტორს, ლაშა ხახუტაიშვილს გადასცა დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის ნამდვილ წევრად არჩევის დიპლომები, ხოლოა (ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების  დამფუძნებელი თამაზ მჟავანაძე აირჩიეს აკადემიის საპატიო პროფესორად.