
ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნაკაიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან, ქობულეთის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყავროკა-ცეცხლაურის საავტომობილო გზის კმ1+100 მონაკვეთზე ახალი ლითონის ხიდის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. ხიდის სიგრძე 21 ხოლო, სიგანე 4,8 მეტრია, მოეწყო 4 სარეგულაციო კედელი საერთო სიგრძით 15 მეტრი. სამუშაოები შპს „ავტოგზამ“ შეასრულა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 241 500 ლარს შეადგენდა.