საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს განაგრძობს

მედია და საზოგადოება 21 მაისი 2024
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, სომხეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს შეხვდა.


​მხარეებმა ისაუბრეს კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობაზე, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობაზე.


რუბენ რუბინიანმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრა. ასევე ხაზი გაუსვა საპარლამენტო მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებების მნიშვნელობას.


„მისასალმებელია, რომ ვაგრძელებთ საუკუნეების მანძილზე არსებულ ტრადიციებს მეგობრობის და ახლა უკვე საპარლამენტო მუშაობის კუთხით. ორმხრივი აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან გვაქვს მემორანდუმი, რომელიც ჩვენს კომიტეტებს შორის გაფორმდა. მოხარული ვარ, რომ ხვალ, 21 მაისს ელისო ბოლქვაძე სომხეთის რესპუბლიკაში კონცერტს გამართავს“, - განაცხადა რუბენ რუბინიანმა.


​სომხეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციას წარმოადგენენ: ირაკლი მეზურნიშვილი, ბაია კვიციანი, გივი ჭიჭინაძე, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან მგალობლიშვილი და ნოდარ ტურძელაძე.