
კულტურის კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, სამოქმედო გეგმა მოიცავს საკანონმდებლო, საზედამხედველო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის, ასევე, კომიტეტის ორგანიზაციული განვითარების საკითხებს.
„კომიტეტის წევრების მიერ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები, ასევე, სფეროების მიხედვით თემატური მომხსენებლების ინტერესები ასახულია სამოქმედო გეგმაში. მასში ყურადღება გამახვილებულია კომიტეტის როლის გაძლიერებაზე, კულტურის სფეროში რეფორმების ინიცირებასა და აქტიურ კანონშემოქმედებით საქმიანობაზე“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.