
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარებმა გენადი მარგველაშვილმა და დიმიტრი მხეიძემ ქუთაისში მცხოვრები, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაცინეტებისთვის, შპპ „მეტაკოს“ ჰემოდიალიზის ცენტრში დიალიზისთვის აუცილებელი მედიკამენტები მიიტანეს.
„მეტაკოში“ აღნიშნული პროგრამით 70-მდე ადამიანი სარგებლობს და თითოეული პროცედურისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დიდი რაოდენობაა აუცილებელი.
ქალაქის ხელმძღვანელობამ და მაჟორიტარმა დეპუტატებმა კლინიკა მედიკამენტების გადასაცემად იმის გათვალისწინებით შეარჩიეს, რომ ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები კორონავირუსით დაავადების მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აუცილებელი მედიკამენტებით შეუფერხებლად მომარაგება.