საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ლევან ბერძენიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 10 აპრილი 2014

 

საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან ბერძენიშვილი ევროპის საბჭოს ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ევროსაბჭოს რუსეთის მხრიდან უკრაინის ანექსიის დაგმობისკენ მოუწოდა.

„პირველ რიგში, უნდა დავგმოთ ანექსია, მეორე რიგში, რუსეთს ჯარების გამოყვანისკენ უნდა მოვუწოდოთ, ბოლოს და ბოლოს მისცენ სხვა ქვეყნებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, თუნდაც მცდარის, მაგრამ თავისუფალის“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსეთის პრეზიდენტის მიერ საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა: „პუტინმა თქვა: „იმ ადამიანებს, ვინც არ ნანობს საბჭოთა კავშირის დაშლას, არ აქვთ გული, ხოლო, ვინც ნანობს, არ აქვთ თავი“. ის, ალბათ, გულისხმობდა, რომ მას აქვს თავი და არ აქვს გული. შემიძლია განვაგრძო ეს საეჭვო მეტაფორული რიგი, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა სხვა ქვეყნის ანექსიას ახდენენ, არ აქვთ არც თავი, არც გული, არც თვალები და არც კალენდარი, რადგან 21-ე საუკუნეა, ბატონებო და არა მე-18“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.