საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ლევან ქარუმიძე საქართველოში შრი-ლანკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 19 მაისი 2023
ლევან ქარუმიძე საქართველოში შრი-ლანკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე, საქართველოში შრი-ლანკის არარეზიდენტ ელჩს, სარანია ჰასანთი დისანაიაკეს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყნებს შორის კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს.

 

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე. მხარეებმა მიმოიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.