
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი, ირაკლი ჩიქოვანი 31 აგვისტო-2 სექტემბერს, ბრიუსელში, სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მიზანია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხების, მათ შორის, ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის განხილვა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ევროპელი კოლეგების მხრიდან მხარდაჭერის განმტკიცება.