საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაკა ბოჭორიშვილი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ევროინტეგრაციის მიმართულებით დირექტორებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 15 დეკემბერი 2022
მაკა ბოჭორიშვილი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ევროინტეგრაციის მიმართულებით დირექტორებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს, ალბანეთის რესპუბლიკის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების ევროინტეგრაციის მიმართულებით დირექტორებს შეხვდა.

 

მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მისწრაფებებზე ისაუბრეს და საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს შორის საპარლამენტო ფორმატების შექმნის მნიშვნელობა აღნიშნეს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ევროკავშირთან სხვადასხვა მიმართულებებით დაახლოების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობას.

 

აღინიშნა ასოცირების შესახებ შეთანხმებების პოტენციალის სრულად გამოყენებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. შეხვედრისას რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.