საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაკა ბოჭორიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 ოქტომბერი 2024
მაკა ბოჭორიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გენდერულ და ინკლუზიის საკითხთა ანალიტიკოსს, ელიონორ ბენუას შეხვდა, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების მიზნით იმყოფება.


​შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოს, ქალების როლს პოლიტიკაში, მათ წარმომადგენლობას პოლიტიკურ პროცესებში და არსებულ გამოწვევებს.


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესები, ასევე მიმდინარე საარჩევნო კამპანია.


​ხაზი გაესვა არჩევნების პროცესზე დამკვირვებელთა ობიექტურობის მნიშვნელობას.