საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრ, რობინ ვაგენერს შეხვდა.

მედია და საზოგადოება 05 ივნისი 2023
მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრ, რობინ ვაგენერს შეხვდა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, პირველ მოადგილე, ლევან ქარუმიძესთან ერთად, გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, რობინ ვაგენერს შეხვდა, რომელიც ასევე, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორია სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში.

შეხვედრისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და გამოწვევები განიხილეს.

 

მხარეებმა, გერმანია-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და  საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში გერმანიის როლზე ისაუბრეს.


განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ჭრილში, რომელიც ხალხის მოთხოვნასა და საჭიროებასთან თანხვედრაში იქნება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებულ თანამშრომლობის ფორმატებზე და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებს  კარგად ესმოდეს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. ასევე, საჭიროა გერმანიასთან გავაგრძელოთ ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის როლი დიდია. გერმანია მზად არის კვლავ განაგრძოს ის დახმარება რაც გამოიხატება როგორც ორმხრივ ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობებში საქართველოს მხარდაჭერით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


რობინ ვაგენერმა ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ გერმანია შემდგომშიც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების პროცესში.