
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო და ევროპული გაერთიანების საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა, ევროინტეგრაციის პროცესში არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს.