საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 25 სექტემბერი 2024
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბრანკო ზებიჩთან შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა გეოპოლიტიკურ ჭრილში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.

 

საუბარი შეეხო დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო პროცესს და მოლოდინებს.