საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა რომში ორმხრივი შეხვედრები გამართეს

მედია და საზოგადოება 14 მარტი 2023
მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა რომში ორმხრივი შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა რომში სამუშაო შეხვედრები გამართეს იტალიის რესპუბლიკის სენატში ევროკავშირის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯულიო ტერცი დი სანტ’აგატასთან და საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სტეფანია კრაქსისთან.


მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და პრიორიტეტები, რეგიონში არსებული გამოწვევები და ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, საქართველოს მნიშვნელობა და როლი.


საუბარი შეეხო საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკას და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს.


შეხვედრებისას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში გადადგმული ნაბიჯებზე და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე ისაუბრეს.


​ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.