საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ესტონეთის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

მედია და საზოგადოება 22 ივნისი 2023
მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ესტონეთის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს კალევ სტოიჩესკუს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მარკო მიჰკელსონს და ასევე საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
 
ტალინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, ევროინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.
 
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის გავლენას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. ხაზი გაესვა ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.