საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

მედია და საზოგადოება 14 სექტემბერი 2024
მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრებისას განიხილეს ახლად არჩეული ევროპარლამენტის საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და პროგრესი. ასევე, ისაუბრეს გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოს მნიშვნელობაზე და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

 

შეხვედრებისას საუბარი შეეხო ევროკომისიის ახალი შემადგენლობის არჩევის საკითხებს, ევროპარლამენტის სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესს და პრიორიტეტებს მომავალი თანამშრომლობისთვის.