თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კოვიდ პანდემიით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებზე, მათ საპასუხოდ მულტილატერალიზმის გაძლიერებასა და სამომავლოდ საერთო ძალისხმევისა და ერთიანი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონში რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე და ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს საოკუპაციო რეჟიმების მიერ ზაზა გახელაძისა და საქართველოს სხვა მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსეთის პროვოკაციული ქმედებების აღმოსაფხვრელად, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.