14 დეკემბერს პარლამენტის წევრი მანანა კობახიძე პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მორიგ სხდომას დაესწრო, სადაც, 2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები: ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი მოხსენებით წარსდგნენ.
კომიტეტი მიესალმება ქვეყანაში განხორციელებულ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას და ასევე, ევროპული სტანდარდების შესაბამისად, კონკურენტულ გარემოში საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებას.
ასევე განიხილება ერთიანი ანგარიში 2015 წლის სექტემბრიდან 2016 დეკემბრამდე ევროსაბჭოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგების თაობაზე, მათ შორის საქართველოს შესახებ.