საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ჯაში: ესტონეთის გამოცდილება მნიშვნელოვანია არა მარტო საჯარო რეფორმების თვალსაზრისით, არამედ საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით

10 თებერვალი 2020
მარიამ ჯაში: ესტონეთის  გამოცდილება მნიშვნელოვანია არა მარტო საჯარო  რეფორმების თვალსაზრისით, არამედ საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კაი კაარელსონს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ფრაქციის წევრებმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ  ფრაქციის ხედვა გააცნეს სტუმარს,  ასევე  იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, რომელზე მუშაობასაც „დამოუკიდებელი დეპუტატები“ 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ესტონეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული მნიშვნელობის პარტნიორია.

„ესტონეთის  გამოცდილება მნიშვნელოვანია არა მარტო საჯარო  რეფორმების თვალსაზრისით, არამედ საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით. ესტონეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ელექტრონულ საარჩევნო სისტემას ნერგავს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

შეხვედრაში მონაწილეებმა  გაცვალეს მოსაზრებები საარჩევნო მოდელის თაობაზე მიმდინარე დიალოგთან დაკავშირებით.

„დღეს ჩვენი ფრაქცია აკეთებს ახალ კომპრომისულ წინადადებას საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩიხში შესული დიალოგი უნდა დასრულდეს პოლიტიკური კონსენსუსით და თითოეულმა პოლიტიკოსმა უნდა ვიხელმძღვანელოთ არა  ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან  გამომდინარე“, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.