საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ჯაში: იტალიის რესპუბლიკის ელჩმა ხაზი გაუსვა დეპოლარიზაციის მნიშვნელობას დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში

21 Feb 2020
მარიამ ჯაში: იტალიის რესპუბლიკის ელჩმა ხაზი გაუსვა დეპოლარიზაციის მნიშვნელობას დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდნენ.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

„უაღრესად საინტერესო შეხვედრა შედგა. იტალიის ელჩი 2 თვის ჩამოსულია და, შესაბამისად, ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო იყო ჩვენი ფრაქციის წევრებისთვის. ბატონ ელჩს გავაცანით ფრაქციის პრიორიტეტები როგორც საკანონმდებლო ინიციატივების, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით. შევეხეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დიალოგის პროცესს. ბატონმა ელჩმა  ელჩმა ხაზი გაუსვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დეპოლარიზაციისა და კონსენსუსის მნიშვნელობას დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.