
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მარიამ ლაშხმა მოსწავლეებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და კანონშემოქმედებითი პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმებზე, ასევე რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დასვეს.
მოსწავლეებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.