საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ლაშხი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, რამაზ ხუროძეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 აპრილი 2026
მარიამ ლაშხი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, რამაზ ხუროძეს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, რამაზ ხუროძეს შეხვდა.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე მეცნიერებათა აკადემიის არქივი დაათვალიერა.

 

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქართული ენა, ასევე უნდა მივყვეთ განვითარების ტენდენციებს და გავაძლიეროთ ის. ამისათვის კი, მნიშვნელოვანია სახელმწიფო კოორდინირებულად მუშაობდეს მეცნიერებათა აკადემიასთან და ექსპერტებთან, რომლებიც, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითა და სამეცნიერო კუთხით საქმიანობენ. გაციფრულების პროცესში მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მეცნიერებათა აკადემიის არქივში უნიკალური მასალა და ინფორმაცია ინახება და მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, არქივს შესაბამისი დაცულობა ჰქონდეს და მეორე მხრივ, მისი გაციფრულება მოხდეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ აღნიშნული მიმართულებით უწყებებთან ერთად მუშაობა გაგრძელდება “, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.