საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 18 ივნისი 2026
მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

 

მარიამ ლაშხმა ახალგაზრდებს ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, ასევე რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

 

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დასვეს.

 

მოსწავლეებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.